Η παρουσίαση φορτώνεται. Παρακαλείστε να περιμένετε

Η παρουσίαση φορτώνεται. Παρακαλείστε να περιμένετε

კულტურის კვლევების შესავალი

Παρόμοιες παρουσιάσεις


Παρουσίαση με θέμα: "კულტურის კვლევების შესავალი"— Μεταγράφημα παρουσίασης:

1 კულტურის კვლევების შესავალი
ლექცია მერვე

2 დეკონსტრუქცია როგორც კულტურის ანალიზის მეთოდი
დეკონსტრუქცია როგორც კულტურის ანალიზის მეთოდი

3 გეგმა რა არის დეკონსტრუქცია? ცოდნა როგორც კულტურული კონსტრუქცია
ცოდნა როგორც კულტურული კონსტრუქცია მითი როგორც კულტურული კონსტრუქცია დისკურსის ანალიზი მეცნიერების კვლევები (Science Studies)

4 სტუდენტური მოძრაობა და სამეცნიერო გარდახეტა (Scientific Turn)

5 რა არის დეკონსტრუქცია? ჟაკ დერიდა (Jacques Derrida, 1930- 2004)
აღმნიშვნელი > აღსანიშნი ნაწერი (ფრანგ. écriture) განსხვავებულობა (différance) როგორც მნიშვნელობის წარმოქმნის საფუძველი დისემინაცია (მნიშვნელობათა მიმოფანტვა) ლოგოცენტრიზმი წინასწარი ვარაუდები (კონსტრუქციები) - ოპოზიციურ წყვილთა იერარქია

6 ლოგოცენტრული აზროვნების დეკონსტრუქცია
მამაკაცი, ზრდასრული, ცივილიზაცია, გონება, დიდგვაროვანი, თავი, მართლმორწმუნე, ცნობიერი, ჯანმრთელი, თეთრკანიანი, დასავლეთი ქალი, ბავშვი, ბუნება, გრძნობა, მდაბიო, სხეული, ურჯული, არაცნობიერი, ავადმყოფი, ფერადკანიანი, აღმოსავლეთი

7 ცოდნა როგორც კულტურული კონსტრუქცია
ცოდნა როგორც დასაბუთებული რწმენა რაიმეს ჭეშმარიტებისა? ცოდნისა და შემეცნების ობიექტები - არა ბუნებრივი მოცემულობები (რომლებიც არსებობს შემეცნებისგან დამოუკიდებლადაც), არამედ კონკრეტული სიმბოლური პრაქტიკების შედეგი ცოდნის პოეტოლოგია: ურთიერთკავშირი შემეცნების ობიექტების წარმოქმნასა და მათი პრეზენტაციის ფორმებს შორის ცოდნის შექმნის წესები და ხერხები, რომლებითაც ცოდნის ორგანიზება და გადმოცემა ხორციელდება (მაგალითად, დიაგრამა, რუკა, ჩამონათვალი, მრუდი...) შემეცნების ობიექტის ნებისმიერი აღწერა = ამ ობიექტის შექმნის აქტი მეცნიერებაში აისახება შესაბამისი ეპოქის / კულტურის ღირებულებები და სამეცნიერო-კვლევითი პრაქტიკა დაკვირვება და ექსპერიმენტი ხორციელდება წინასწარ ვარაუდებისა და თეორიების კარნახით.

8 კულტურული ცოდნა ფორმულირებებისა და წესების ერთობლიობა, რომლებიც საერთოა ერთი და იმავე ეპოქისა და კულტურის ფარგლებში არსებული სხვადასხვა სამეცნიერო დარგისთვის საზოგადოებათა დამოკიდებულება საკუთარი თავის, თავისი ისტორიისა და სხვა საზოგადოებრივი ფორმაციების მიმართ ობიექტები და სფეროები, რომლებზეც დამყარებულია ურთიერთგაგება დაპირისპირებები და კონფლიქტები შემეცნების სხვადასხვა ობიექტების მნიშვნელოვნებისა და ფუნქციის შესახებ რა შეიძლება გამოითქვას ამა თუ იმ საზოგადოებაში დროის გარკვეული მონაკვეთის განმავლობაში და რა - არა

9 კულტურული ცოდნა კულტურული ცოდნა ზოგადი ცოდნა ჯგუფური ცოდნა
სადავო ცოდნა ექსპერტული ცოდნა

10 მითი როგორც კულტურული კონსტრუქცია
მითი (ძვ. ბერძნ. μῦθος - მოთხრობა, ამბავი, თქმულება) დანიშნულება: სამყაროს (წინარემეცნიერული) ახსნა და აღწერა კოსმოგონიური მითები ესქატოლოგიური მითები თეოგონიური მითები ანთროპოგონიული მითები ეტიოლოგიური მითები მითი როგორც სიმბოლური ფორმა (ერნსტ კასირერი) მითის სტრუქტურის კვლევა (კლოდ ლევი- სტროსი)

11 როლან ბარტი: მითოლოგიები (Mythologies, 1957 წ.)
ბუნება  კულტურა მითი ≈ იდეოლოგია კონოტაციური აღსანიშნების ერთობლიობა, რომლებითაც წარმოიქმნება დისკურსის ლატენტური იდეოლოგიური დონე მითი - მეორადი სემიოტიკური სისტემა კონოტაციები

12 Citroen DS 19

13 დისკურსის ანალიზი მიშელ ფუკო (Michel Foucault, 1926- 1984)
დისკურსი = გამონათქვამთა სიმრავლე, რომლებიც ფორმაციის ერთსა და იმავე სისტემას განეკუთვნება გამონათქვამი (ფრანგ. énoncé) წესები  წესრიგი  ძალაუფლება რა შეიძლება იქნას გამოთქმული? როგორ უნდა იყოს გამონათქვამი ფორმულირებული / როგორ შეიძლება ლაპარაკი? ვინ არის უფლებამოსილი, დააფიქსიროს დისკურსში გამონათქვამი? დისკურსის ანალიზი: ძალაუფლებრივი მექანიზმების ანალიზი დისკურსების (ცოდნის) წარმოქმნა

14 მეცნიერების კვლევები (Science Studies)
შესწავლის საგანი: მეცნიერებათა ისტორიული, მატერიალური და კულტურული წანამძღვრები, ეპისტემოლოგიური საფუძვლები, ორგანიზაციული ინფრასტრუქტურა და სოციალური ზეგავლენა სამეცნიერო პრაქტიკა მეცნიერება - ისტორიულად ცვალებადი პრაქტიკების ერთობლიობა ყოველგვარი დაკვირვება თეორიის საფუძველზე წარიმართება - ექსპერიმენტული წრე: კვლევის პროცესის ღიაობა ინტერპრეტაციული მოქნილობის დაძლევის სოციალური ფაქტორები: ახალი ცოდნის პრეზენტაციის რიტორიკული ტექნიკები, ექსპერიმენტატორთა რეპუტაცია და ცდის განმახორციელებელი დაწესებულების პრესტიჟი, ასევე მეცნიერთა კოალიციები „ახალი ექსპერიმენტალიზმი“ აქტორთა ქსელის თეორია: სინამდვილის ახალი კონსტრუქციები, რომლებიც ექსპერიმენტების ფარგლებში იწარმოება (!), ადამიანებისა და ნივთების (ინტერობიექტური) შეთანხმების შედეგია.

15 სამეცნიერო და არა-სამეცნიერო მიდგომების ურთიერთგამიჯვნის სტრატეგიები
მონოპოლოზაცია: მხოლოდ გარკვეული მეთოდების მიჩნევა მეცნიერულად. ექსპანსია: მეცნიერის ავტორიტეტის განმტკიცება დილეტანტური ცოდნის დაკნინების ხარჯზე. განდევნა: მეცნიერებიდან კონკურენტული (მაგალითად, პარა- ან ფსევდომეცნიერული) პრაქტიკების განდევნა. პროტექცია: მეცნიერებათა ავტონომიის დაცვა გარედან ჩარევების აღკვეთით.

16 გმადლობთ ყურადღებისთვის!


Κατέβασμα ppt "კულტურის კვლევების შესავალი"

Παρόμοιες παρουσιάσεις


Διαφημίσεις Google