ბიოქიმია მეტაბოლიზმი – ნივთიერებათა ცვლა. ორგამიზმში სიცოცხლის უზრუნველსაყოფელად მიმდინარე ქიმიური რეაქციების ერთობლიობა.
მეტაბოლიზმის ცენტრალური გზები გლიკოლიზი; ცხიმოვანი მჟავების β–დაჟანგვა; ლიმონმჟავის (კრებსის) ციკლი; გლიკონეოგენეზი; და სხვა მეტაბოლიზმი ორგანიზმში ასეულობით სხვადასხვა ფერმენტულ რეაქციას აერთიენებს. ფერმენტების გარკვეული რიცხვი მართავს ნივთიერებათა ცვლის ძირიად რეაქციებს. ყველა ამგვარი ძირითადი რეაქციების მიმდევრობა ციკლებში იკვრებიან – და ისინი ცნობილნი არიან, როგორც მეტაბოლიზმის ცენტრალური გზები.
მეტაბოლიზმის მეორადი გზები ჰორმონები; ფერმენტები; კოფერმენტები; ნუკლეოტიდები; პიგმენტები; ტოქსინები, ანტიბიოტიკები, ალკალოიდები. მეტაბოლური პროცესების დროს ორგანიზმში აგრეთვე ხდება სხვადასხვა სპეციფიკურ ნივთიერებათა სინთეზი და გარდაქმნა [ჩამონათვალი], რომლებსაც მეტაბოლიზმის მეორად გზებად იწოდებიან. თუ პირველად (ძრითად) მეტაბოლურ პროცესებში მონაწილე ნივთიერებების მასა შთამბეჭდავია და ასეულობით გრამის რიგისაა. მეორეულში – საერთო მასა მილიგრამებს შეადგენს, ვინაიდან ორგანიზმში მათი არსებობა პრაქტიკულად კვალის სახითაც გახლავთ საკმარისი.
კატაბოლიზმი (დისიმილაცია) დაჟანგვის გარდამავალი პროდუქტები დაჟანგვის საბოლოო პროდუქტები სპირტები; ალდეჰიდები; ორგანული მჟავები. წყალი; ნახშიროჟანგი; ამიაკი; მეთანი; გოგირდწყალბადი; წყალბადი კატაბოლიზმი (დისიმილაცია) წარმოადგენს რთული ორგანული ნივთიერებების დაშლას მარტივ საბოლოო პროდუქტებამდე. ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები კატაბოლიზმის დროს ჟანგვითი რეაქციების საშუალებით თანდათანობით იშლებიან საბოლოო პროდუქტებამდე. ამ დროს გამოიყოფა ენერგია, როგორც პირდაპირ სითბოს, ასევე ატფ–ის სახით. კატაბოლური პროცესების სიჩქარე და მათი გვარობა ენერგიის წყაროს გამოყენების სახით რეგულირდება ჰორმონებით. [ასაკობრივი. ასაკთან ერთად ანაბოლურთან შედარებით კატაბოლური უფრო მატულობს]. ადენოზინფოსფორმჟავები; კრეატინფოსფატი; ფოსფოენოლპირუვატი
ანაბოლიზმი (ასიმილაცია) მონაწილე ნივთიერებები ამინომჟავები; მონოსაქარიდები; ცხიმოვანი მჟავეები და გლიცერინი. ანაბოლიზმი წარმოადგენს უჯრედის სტრუქტურული კომპონენტების განახლებასა და ხელახლა წარმოქმნის პროცესს. ამ დროს უჯრედის მაღალმოლეკულური კომპონენტების სინთეზი ხდება შედარებით მარტივი ნივთიერებებიდან (ბლოკებიდან). ეს სინთეზი საჭიროებს ენერგიის ხარჯვას (ღებულობს ატფ–იდან) რძემჟავა; პიროყურძენმჟავა; აცეტილ-KoA და სხვა
კატაბოლიზმის სტადიები
ჟანგვითი ფოსფორილირება ჟანგვითი ფოსფორილირება არის ადფ–დან ატფ–ის სინთეზის პროცესი, რომელიც შეუღლებულია სუნთქვით ჯაჭვში ელექტრონების გადატანასთან. ჟანგვითი ფოსფორილირებისათვის დამახასიათებელია შემდეგი ძირითადი თავისებურებანი: ჟანგვითი ფოსფორილირება არის ადფ–დან ატფ–ის სინთეზის პროცესი, რომელიც შეუღლებულია სუნთქვით ჯაჭვში ელექტრონების გადატანასთან. ჟანგვითი ფოსფორილირებისათვის დამახასიათებელია შემდეგი ძირითადი თავისებურებანი: 1. ჟანგვისა და ფოსფორილირების პროცესი შეუღლებულია. 2. NADH2–ის დაჟანგვა გვაძლევს 3 მოლეკულა ატფ, ხოლო FADH2–ის დაჟანგვა კი – 2 ატფ. 3. სუნთქვითი ფერმენტების ანსამბლი აერთიანებს ელექტრონების მრავალრიცხოვან გადამტანებს, მათ შორის ციტოქრომებს. ჟანგვისა და ფოსფორილირების პროცესი შეუღლებულია. NADH2–ის დაჟანგვა გვაძლევს 3 მოლეკულა ატფ, ხოლო FADH2–ის დაჟანგვა კი – 2 ატფ. სუნთქვითი ფერმენტების ანსამბლი აერთიანებს ელექტრონების მრავალრიცხოვან გადამტანებს, მათ შორის ციტოქრომებს.